ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში უმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს

7 მარტი, 2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის წარმომადგენლები და ეკოკლუბის მოხალისეები საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთნენ. ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში დასაქმებულ ადამიანებს ჰუმანიტარული აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად ეხმარებიან ნივთების შეგროვების ორგანიზებაში.

აქციაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩართულნი არიან, საბიუჯეტო ორგანიზაციები, კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც მადლობა თანადგომისთვის.

 ნივთების მიტანა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ.ტყიბული, თაბუკაშვილის N5 (სპორტის სასახლე);
ტელ: 595 85 77 05

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე
სახაზინო კოდი - 300278800
დანიშნულება - უკრაინისთვის

გააზიარე