ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და USAID-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

3 მაისი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ დევიდ ჰოფმანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს ანგარიშვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, გააუმჯობესოს ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდება ადგილობრივ დონეზე და მხარი დაუჭიროს ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.

USAID-მა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ტყიბულის გარდა, ქუთაისის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებთან გააფორმა.

გააზიარე