ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

10 თებერვალი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ტყიბულის 47 სოფელში გამართეს.

მოსახლეობამ შეხვედრებზე განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს. მათგან ძირითად მიმართულებად კვლავ შიდა სასოფლო გზების, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობის საკითხები დასახელდა.

წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 542000 ლარი გამოეყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველა სოფელზე გადანაწილდა.

აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და ის მიზნად ისახავს, მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით და მათი გადაწყვეტილებით, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას.

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 30 იანვარს დაიწყო და 9 თებერვალს გურნის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა.

გააზიარე