სავაჭრო ობიექტებთან რიგების მართვა ხორციელდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს დილიდან ტყიბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიების, სავაჭრო ობიექტებისა და ბანკების წინ რიგების მართვა ხორციელდება. სოციალური დისტანცირების დაცვას ადგილზე პოლიციასთან ერთად, მერიის თანამშრომლები უზრუნველყოფენ, რომლებიც მოქალაქეებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს ურიგებენ და დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.
დღეიდან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა, რომლის ფარგლებში დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.