ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული გარბენი

23 ივნისი, 2020

✅კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით, 10 კაცის მონაწილეობით და 2 მეტრიანი დისტანცის დაცვით ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული გარბენი ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

✅ სპორტულ აქტივობაში ჩართული იყო , როგორც მოქმედი ისე ვეტერანი სპორტსმენები.

✅გარბენში მონაწილე ყველა სპორტსმენი ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოწოდებული სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

✅ ოლიმპიური გარბენი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

გააზიარე