ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მუნიციპალიტეტის მერმა მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა საჭროების მოქალაქეებს ახალი წელი ოჯახებში მიულოცეს

31 დეკემბერი, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის და საჭიროების მქონე მოქალაქეებს ოჯახებში ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი სადღესასწაულო ძღვენით მიულოცეს.

     

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, დამდეგი ახალი წლის მისალოცად ღვაწლმოსილ ხელოვანს, ნოდარ ვახტანგაძესაც ეწვივნენ. ტკბილეულითა და სურსათით დაკომპლექტებული სასაჩუქრე პაკეტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 300-მდე ოჯახმა მიიღო.

გააზიარე