ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

13 თებერვალი, 2020

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ თოვლწმენდით სამუშაოებს.

ამჟამად საავტომობილო გზაზე მოცურების საწინააღმდეგო საშუალებებით ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია, ხოლო დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეზღუდულია.

მიუხედავად ამისა, ნამქერისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოსახლობას აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ.

გააზიარე