საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ უსასყიდლოდ გამოიყენონ მუნიციპალიტეტის თეატრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობები
2021 წლის 02 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებთან დაკავშირებით თვითმმართველი ერთეულის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით, უსასყიდლოდ გამოიყოს, ტყიბულის კულტურის ცენტრის შენობა (მისამართი: ქალაქი ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №5) და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობა (მისამართი: ქალაქი ტყიბული, თაყაიშვილის ქუჩა №3).