ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დავით ჩერქეზიშვილი

  დავით ჩერქეზიშვილი ბავშვობის ასაკიდან იზრდებოდა ტყიბულში.

დავით ჩერქეზიშვილმა პროფესიული საქმიანობა 23 წლის ასაკიდან დაიწყო ეკონომისტის საფეხურიდან. მას აქვს მენეჯმენტის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის, სხვადასხვა წლებში იყო ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა რაიონული ცენტრის მენეჯერი,  სს ,,Park Place’’ პროექტების მენეჯერი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეპარტამენტის უფროსი; რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე; რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი. დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის (GILISC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

დავით ჩერქეზიშვილი აქტიურად არის დაკავებული კვლევითი და აკადემიური საქმიანობით, ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის და კერძო სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს. არის მონოგრაფიისა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი.

დავით ჩერქეზიშვილი არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების: ,,The New Economist” და ,,Collection of Scientific Papers'' სარედაქციო კოლეგიის წევრი და ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი;
დავით ჩერქეზიშვილი არის დაოჯახებული, მას ჰყავს ოთხი შვილი - ქალიშვილი და სამი ვაჟი.

   ელ.ფოსტა: david.cherkezishvili@tkibuli.gov.ge

 

 

გააზიარე