ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლა გაიხსნა

18 სექტემბერი, 2025

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლა გახსნა.

 

ახალი სახელოვნებო სივრცის მოსაწყობად შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, განახლდა გარე და შიდა ინტერიერი, კეთილმოეწყო ეზო. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

  რეაბილიტირებულ შენობაში ტყიბულის სამხატვრო სკოლა განთავსდა, სადა მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებებთან ერთად, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დაუფლების შესაძლებლობაც ექნებათ.

  პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 469 700 ლარი შეადგინა.

გააზიარე