ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით სამუშაო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა

29 მაისი, 2026

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, იმერეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა და პირველი სამუშაო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

  

აღნიშნულ შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მურმან ვერულაშვილი დაესწრო, მასში ასევე მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრა ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ გახსნა, ხოლო ა.თ.ე.ა-ს ექსპერტებმა მონაწილეებს პლატფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

აღნიშნული პლატფორმა მუნიციპალიტეტებს სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გამოცდილების, ცოდნის, ინფორმაციისა და კარგი პრაქტიკების გაზიარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე ყურადღება ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდამჭერ მუნიციპალურ პროგრამირებას დაეთმო, სადაც ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ა.თ.ე.ა-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური გზამკვლევები და მხარდამჭერი ინსტრუმენტები გაუზიარეს.

დღის ბოლოს სტუმრები ა.თ.ე.ა-ს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2025 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში- ტყიბულის „ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლას" ეწვივნენ, სადაც ტყიბულის მერის თანაშემწემ უჩა ჩიტიძემ, მათ მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი გააცნო, რომელიც ტრადიციულ ხელოვნებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს აერთიანებს და ახალგაზრდებს პროექტების მართვის, ხელოვნური ინტელექტის, 3D პროტოტიპირების, ვირტუალური რეალობისა და ციფრული დიზაინის მიმართულებებს სთავაზობს.

გააზიარე