Hot line:(497) 22 20 20

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

5 August, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები დაბაძველში, კოკაში, ძიროვანსა და კურსებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივების საჭიროებებსა და შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.

2 714 407 ლარის ღირებულების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება, რომელიც პირველი ეტაპზე ჯამში 13 სოფელში 8,5 კილომეტრი გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

შიდა სასოფლო გზების მოწყობა, ასევე მიმდინარეობს სოფლებში: ახალდაბა, ჯვარისა, ხორჩანა, ორპირი, ცუცხვათი.

Share page