Hot line:(497) 22 20 20

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტყიბულში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა

1 June, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,საქნახშირის'' ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტყიბულში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში პატარების განწყობაზე მხიარულმა ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს დღესასწაული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან ჩხიკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ მიულოცეს.

სადღესასწაულო პროგრამა ამფითეატრის სცენაზე კონცერტით გაგრძელდა, სადაც სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა განსხვავებული ქორეოგრაფიული თუ მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

Share page