ტყიბულის „ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლაში“ კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ტყიბულის „ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლაში“ კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელსაც დამთვალიერებლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მხატვართა კავშირის წევრები დაესწრნენ.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები.
გამოფენის დასასრულს, კურსდამთავრებულს სკოლის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ.